სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი
დეკანის ბრძანება
№ 06/29 - 01
01.06.2026
ქ.თბილისი
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტთა საუნივერსიტეტო სამეცნიერო კონფერენციის ორგანიზების შესახებ
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მესამე პუნქტის „ა“, „ე“ და „თ“ ქვეპუნქტების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-18 მუხლის მე-4 პუნქტის, 21-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ა“, „კ“ ქვეპუნქტების საფუძველზე,
ვბრძანებ:
1. სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე ჩატარდეს მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტთა ფაკულტეტის დღისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია.
2. ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის მაგისტრანტებმა და დოქტორანტებმა კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად სამეცნიერო ნაშრომები სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურში უნდა წარმოადგინონ 2026 წლის 25 ივლისის ჩათვლით შემდეგ ელ.ფოსტაზე: lali.chikviladze@tsu.ge.
3. სტუდენტთა მიერ სამეცნიერო კონფერენციაში მონაწილეობისათვის წარმოდგენილი ნაშრომების პრეზენტაციის ჩატარების დღედ განისაზღვროს 2026 წლის 30 ივლისი.
4. კონფერენციაში გამარჯვებულ სტუდენტებს მიეცეთ ფულადი ჯილდო შემდეგი ოდენობით:
ა) I ადგილი - 625 ლარი (საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით);
ბ) II ადგილი - 375 ლარი (საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით);
გ) III ადგილი - 250 ლარი (საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით);
3. ერთი სტუდენტის მიერ წარმოდგენილი ერთზე მეტი ნაშრომი, ასევე გუნდური ნამუშევრები არ ექვემდებარება განხილვას.
4. სამეცნიერო კონფერენციაში მონაწილე სტუდენტთა ნაშრომების შეფასების მიზნით შეიქმნას კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა) ასოცირებული პროფესორი მერაბ ხოხობაია - დეკანი (თავმჯდომარე)
ბ) აკადემიკოსი ავთანდილ სილაგაძე
გ) პროფესორი იური ანანიაშვილი
დ) პროფესორი რევაზ გველესიანი
ე) პროფესორი სიმონ გელაშვილი
ვ) პროფესორი ნუგზარ თოდუა
ზ) პროფესორი ირაკლი კოვზანაძე
თ) პროფესორი ელგუჯა მექვაბიშვილი
ი) პროფესორი დავით ნარმანია
კ) პროფესორი ლევან საბაური
ლ) პროფესორი დემურ სიჭინავა
მ) პროფესორი მირიან ტუხაშვილი
ნ) პროფესორი გიორგი ღაღანიძე
ო) პროფესორი თეიმურაზ შენგელია
პ) პროფესორი ეთერ ხარაიშვილი
ჟ) პროფესორი იოსებ ხელაშვილი
რ) ასოცირებული პროფესორი მანანა ლობჟანიძე - დეკანის მოადგილე (თავმჯდომარის მოადგილე)
5. ამ ბრძანების გაცნობა დაინტერესებული პირებისა და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისათვის დაევალოს ფაკულტეტის კანცელარიას.
6. წინამდებარე ბრძანების ფაკულტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს ფაკულტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს.
7. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
ფაკულტეტის დეკანი ასოცირებული პროფესორი მერაბ ხოხობაია